20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს - თამარ გაბუნია

კლუბების წარმომადგენლების მოთხოვნას დღეს თამარ გაბუნია გამოეხმაურა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ სპეციალისტებისთვის ნებისმიერი სახის ღამის კლუბის გახსნა მიუღებელია. მიზეზად კი, ეპიდვითარება და ქვეყანაში ყოველდღიურად გაზრდილი "ომიკრონის" შემთხვევები სახელდება.

"ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით "ომიკრონთან" მიმართებაში, სწრაფი გავრცელება და ამ პირობებში კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ ამგვარი გართობისაგან, რათა ის სასიცოცხლო რისკები, რაც ახალი შტამის სწრაფ გაგრძელებას უკავშირდება, გადავაზღვიოთ," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები