წინასაახალწლო სამზადისია რეგიონებში - საშობაო ბაზრობები და საბავშვო გასართობი სივრცეები მოეწყო დღეს საჩხერეში. ღონისძიებისთვის სამზადისი დილიდან მიმდინარეობს. დაგეგმილია კონცერტი და სხვადახვა გასართობი ღონისძიება. ორგანიზატორები ადგილზე მისულ სტუმრებს კოვიდ-რეგულაციების დაცვას სთხოვენ.
რაც შეეხება სასცენო პროგრამას, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ირაკლი შენგელიას თქმით, ადგილობრივი შემსრულებლების შემდეგ ღონისძიებას გააგრძელებს "გუფი ლენდი" და "ღამის შოუს ბენდი", რომელიც მისივე თქმით, საჩხერის მოსახლეობას დაუვიწყარ დღეს აჩუქებენ.