20 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
"სოკარმა" საქართველოში მოღვაწეობის 15 წელი აღნიშნა

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში "სოკარი" წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტორსა და უმსხვილეს გადამხდელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. კომპანიას გააჩნია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რაზეც მეტყველებს არაერთი განხორციელებული პროექტი და აქტივობა. დასაქმებული ჰყავს 4000-ზე მეტი ადამიანი.

"სოკარ ენერჯი ჯორჯია" შვილობილი კომპანიების მეშვეობით, საქართველოს ბაზარზე  აზერბაიჯანული და უცხოური წარმოშობის ნავთობპროდუქტების საცალო და საბითუმო გაყიდვებს, კუთვნილი 112 ავტოგასამართი სადგურის, 16 სერვისცენტრისა და 5 ნავთობტერმინალის მეშვეობით უზრუნველყოფს. ასევე ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას საქართველოს რეგიონებში და მართავს გაზგამანაწილებელი ქსელების მუშაობას.

2008 წლიდან დღემდე "სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტების რაოდენობა 78 ათასიდან 808 ათასამდე  გაიზარდა, აშენდა დაახლოებით 12,000 კილომეტრის სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი. საქართველოს მთავრობასთან ერთად განხორციელებული მასშტაბური საინვესტიციო პროგრამის შედეგად, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს, აშენდა გაზგამანაწილებელი ქსელები 320 ათასი ახალი აბონენტისათვის.

"სოკარის" საქმიანობა ხელს უწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას.

 

(R)

დღის ამბები