20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
ისინი ჩემს შვილს არ იცნობდნენ და დღემდე მკვლელობის მოტივს არ ასახელებენ - ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადება
ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მორიგ განცხადებას ავრცელებს. ოჯახი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მკვლელობაში ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას ეხმაურება.
 
"დღეს ჩვენი ოჯახი კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად, აბსურდის თეატრის მომსწრენი გავხდით, წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა როდესაც ტელევიზიით ვიხილეთ ორი -"ადამიანი" თავაწეული, რომლებიც ერთმანეთს უდასტურებდნენ აბსურდს, ისინი ჩემს შვილს არ იცნობდნენ, და დღემდე მკვლელობის მოტივს არ ასახელებენ ვერც ეს ორი და ვერც შესაბამისი სტრუქტურები, საქმე გამოძიებულია? ვისი მფარველობის ქვეშ არიან ეს ესენი???
რომ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. უფლებადამცველები ამაყად საუბრობენ მათ თითქმის უდანაშაულობაზე.
 
ნიკოს საქმისთვის ჩვენ არ გვყოლია ადვოკატი რადგან არ ვფიქრობდით რომ ნიკოს დაცვა სჭირდებოდა, უმძიმსი კადრები იხილა ჩვენმა საზოგადოებამ.
 
მინდა მოვუწოდო ჭელიძის და კაველაძის ოჯახებს თქვენ , თქვენმა მაღალანაზღაურებადმა უფლებადამცველებმა გაგაცნეს საქმე, თქვენ იცით მკვლელიც დამკვეთიც და თანამონაწილეც სუნთქვა არ შეგეკრათ დღეს, როდესაც თქვენი შობილი ეგრედ წოდებული ადამიანები იხილეთ ამ აბსურდის თეატრში თანამონაწილედ, თქვენ ხომ ყველაფერი იცით ვინ და რა გარემოებაში ჩაიდინა დანაშაული. რატომ უწყობთ ოჯახი ხელს რომ თქვენი შვილები დაიხსნათ ამ უსასტიკესი დანაშაულიდან, ღვთის რისხვის მაინც არ გეშინიათ?
 
გაუსაძლისია ჩვენი ყოფა, ვთხოვ იმ სტრუქტურას, განმსჯელს, რომ იმოქმედით კანონის შესაბამისად, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია, ნურავინ ეცდება ამ საქმის კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვებას, ჩვენ არ გავჩერდებით სანამ სიმართლე არ გაჟღერდება..." - ნათქვამია ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადებაში.
დღის ამბები