05 მაისი 2024,   21:37
ვრცლად
დღეს სამტრედიაში - "რეზო და ბავშვები-ის" მონაწილეობით გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება გაიმართება

დღეს სამტრედიაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება გაიმართება, სადაც საზეიმო სამზადისი დილიდან მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

საახალწლო ღონისძიებების საორგანიზაციო ჯგუფის წევრის ვაჟიკო ხაჩიძე თქმით, ბავშვებისთვის მოეწყობა, სანტების მსვლელობა. ღონისძიებაზე, როგორც ადგილობრივი ისე მოწვეული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. საღამო მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები-ის" კონცერტით დასრულდება. 

საახალწლო ღონისძიებები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, კოვიდრეგულაციების დაცვით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

დღის ამბები