საჯარო სკოლებში პროგრამა "ექიმის საათის" პილოტირების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში პროგრამის "ქიმის საათი" პილოტირება 6 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან ექიმები პროფესიულ საქმიანობასთან ერთად საგანმანათლებლო პროცესშიც აქტიურად ჩაერთვებიან, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, უშუალოდ პროფესიონალისგან მიიღონ ინფორმაცია.
მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ჯანსაღი კვება, ვაქცინაცია, უსაფრთხოების წესების, ჰიგიენის ნორმებისა და პირადი სივრცის დაცვა, კიბერუსაფრთხოება და უცნობ ადამიანთან მოქცევის წესები.