იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას განაგრძობს. დღეს ამირან ბაბუნიძეს მოუსმინეს. ძირითადი კითხვები მის საქმიანობას და ბიოგრაფიას უკავშირდებოდა.
მესამე სექტორი დაინტერესდა არის, თუ არა სასამართლო სისტემაში ე.წ. გავლენიანი ჯგუფი, რაზეც ბაბუნიძემ უპასუხა, რომ ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს.