არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს. დღეს ისინი პარლამენტთან შეიკრიბნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა.
"ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა ეს და ის უწყება, რომელიც ერთადერთია, რომელსაც შეუძლია სახელმწიფო ინსტიტუტებს გადაცდომაზე მოსთხოვოს პასუხი და მათ შორის, დაჯარიმებაც ვიხილეთ, ეს არის დადგენილი ფაქტი,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.