ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც ხვალ 29 დეკემბერს ამოქმედდება.
ახალი კურსის თანახმად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.0110-ით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0899 ლარს შეადგენს.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0156-ით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5009 ლარი გახდა.
ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან 0.0274-ით გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 4.1559 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით ლარი 0.0114- ით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 0.2599 ლარი გახდა.