20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
2 514 ახალი შემთხვევა, 61 გარდაცვლილი - COVID -19-ის სტატისტიკა განახლდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 059 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 359 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 514 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 930 544-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.46%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.09%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 514 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 890 733.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 707 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარა - 232, იმერეთი - 304, ქვემო ქართლი - 119, შიდა ქართლი - 108, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 148, კახეთი -134, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

 

 

დღის ამბები