აჭარაში "ომიკრონის" 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ოთხივე შემთხვევის ინფიცირების წყარო თურქეთის ტერიტორიაზე მოგზაურობაა.
ინფიცირებულებიდან 3 პირი ბინაზე გადის მკურნალობას, 1 კი კოვიდსასტუმროში. მათი მდგომარეობა არის მსუბუქი. რაც შეეხება ეპიდვითარებას რეგიონში, ეპიდემიოლოგების თქმით, სიტუაცია არის მართვადი.
დღეს აჭარაში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.