თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს კითხავენ.
გუგა დვალიშვილი რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს. ის ერთ-ერთია 5 ივლისს, მედიაზე თავდასხმისას დაზარალებულთა შორის.
"მაქსიმალურად შევეცდები, რომ აღვიდგინო და მაქსიმალურად შევეცდები, რომ მოსამართლემ გაიგოს, რა ხდებოდა, რას განვიცდიდით ყველა ის ადამიანი, რომელიც იქ 5 ივლისს ვაშუქებდით იმ ქაოსს და ძალადობას, რომელიც ხდებოდა ჟურნალისტების და ოპერატორების წინააღმდეგ," - ამბობს გუგა დვალიშვილი.