05 მაისი 2024,   02:42
ვრცლად
ვაკანსია: კაფე ეძებს ჩამხუტებელს - რა მოვალეობის შესრულება მოუწევს დასაქმებულს

მათთვის, ვისაც უყვარს ჩახუტება, მორალური მხარდაჭერისა და რჩევების მიცემა - ერთ-ერთი კაფე ვაკანსიას აცხადებს. აღნიშნულ სამუშაოზე დასაქმებულ ახალგაზრდებს გაწეული სამუშაოსათვის 1 000 ამერიკულ დოლარამდე გადაუხდიან.

ამასთან, "ჩამხუტებლის" ვაკანსიაზე გამოცხადების მსურველთათვის მოთხოვნების ჩამონათვალი გასაკვირად მოკრძალებულია:

"ჩამხუტებელი" უნდა იყოს კომუნიკაბელური, კეთილგანწყობილი და თანამგრძნობი. ასევე სამუშაო პირობებს შორის არის: მუშაობის არასრული გრაფიკი, მეგობრული გუნდი და უფასო მგზავრობაც კი. "ჩამხუტებლის" პოზიციაზე დასაქმებისთვის, კანდიდატებს სამუშაო გამოცდილება არ ესაჭიროებათ. ამ ჩამონათვალითა და კაფის ლოკაციით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც სამხრეთ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში მდებარეობს, აღსანიშნავია, რომ სამუშაო პირობები არა თუ რუტინული, სასიამოვნო და ჰუმანური უფროა.

"ჩამხუტებლის" მომსახურებით კაფეს ნებისმიერ სტუმარს შეუძლია ისარგებლოს, რათა მორალური თანადგომა და სითბო მიიღოს," - აღნიშნულია ქალაქ კრასნოდარის ერთ-ერთი კაფეს ოფიციალურ გვერდზე.

 

დღის ამბები