იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2021 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა. არქივის გენერალურმა დირექტორმა განხორციელებული პროექტები და ის ნაბიჯები ჩამოთვალა, რაც მიმდინარე წელს გადაიდგა.
მისი განცხადებით, 2021 წელს შემუშავდა ეროვნული არქივის განვითარების 3-წლიანი სტრატეგია, ფონდი შეივსო ახალი მასალით, მომზადდა ახალი ნორმატიული აქტები.