თბილისში, ნაძალადევის რაიონის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეეზღუდება. აღნიშნულის შესახებ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადებაშია ნათქვამია.
სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
"დღეს, 30 დეკემბერს, ნაძალადევის რაიონში, ქუთათელაძის ქუჩა N54-ის მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
რთულ აღდგენით სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურ რეჟიმში განახორციელებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 30 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან 31 დეკემბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
ლოტკინის მთას, ხუდადოვის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, ნაგომარის, ზღვის უბნის კვარტლების ნაწილს, სააკაძის, დადიანის, გურამიშვილის გამზირს, წიწამურის და მიმდებარე ქუჩებს.
გლდანის რაიონში:
გლდანის მიკრორაიონების ნაწილს, ვეკუას, გმირ კურსანტთა, ქერჩის, ხიზანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის." - წერია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.