ეროვნულ გალერიაში მხატვარი, ილია პატაშურის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მხატვარმა თავის ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამართულ ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიც დაესწრო და მხატვარს მადლობა გადაუხადა.
"ეროვნულ გალერიაში დასრულდა ილია პატაშურის გამოფენა, რომელსაც წილად ხვდა დიდ წარმატება. ძალიან მიხარია, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ეროვნული გალერია უბრუნდება მხატვრებს და ეს გალერია მხატვრებისთვის კვლავ ღიაა. სწორედ ილია პატაშური იყო 60-იან წლებში ერთ-ერთი პირველი მხატვარი, ვინც გამოფენა გამართა ამ ეროვნულ ძალიან მნიშვნელოვან სივრცეში,"- აცხადებს წულუკიანი.
ეროვნულ გალერეაში ილია პატაშურის გამოფენის მოწყობა კულტურის მინისტრის ინიციატივით გახდა შესაძლებელი. თეა წულუკიანმა 18 მაისს, მუზეუმთა საერთაშორისო დღეს მხატვრებს ეროვნული გალერეიდან მიმართა და აცნობა, რომ მათი მრავალწლიანი თხოვნა დაკმაყოფილებულია, ე.წ. ცისფერი გალერეა მხატვრებს უბრუნდება და მათ კვლავ ექნებათ გალერეაში საკუთარი გამოფენების მოწყობის საშუალება.