19 მაისი 2024,   23:55
ვრცლად
მუქარა, ულტიმატუმი და მოწოდებები - რაზე საუბრობდნენ ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინმა 50 წუთის განმავლობაში

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა. 

ბაიდენმა პუტინს, უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადამწყვეტი ნაბიჯებით დაემუქრა.

ვლადიმერ პუტინმა კი, ამერიკის პრეზიდენტს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი მოსკოვს უპრეცენდენტო სანქციებს დაუწესებს, ეს უსერიოზულესი შეცდომა იქნება, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობას საბოლოოდ დაასრულებს. 

ბაიდენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროგრესი ამ დიალოგში შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის შემთხვევაში.

ბაიდენმა პუტინთან საუბარში განაცხადა, რომ ბირთვული ომის დაწყება დაუშვებელია. მოსკოვში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში შეტევით შეიარაღებას არ განათავსებს. ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო მოლაპარაკება ამ თვეში უკვე მეორედ შედგა, საუბარი 50 წუთს გაგრძელდა. სატელეფონო ზარი რუსეთის მოთხოვნით განხორციელდა.

დღის ამბები