20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ტექნოლოგიური ინოვაციები, ადამიანური რესურსების გაძლიერება და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფა - პრობაციის სააგენტომ 2021 წელი შეაჯამა

ტექნოლოგიური ინოვაციები, ადამიანური რესურსების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განახლება და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2021 წელს მიღწეული შედეგები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა შეაჯამა.

2021 წელს, საქართველოში პრობაციონერებისთვის ინოვაციური მოწყობილობა - Probbox-ი შეიქმნა. ევროპაში პირველი, ნოვატორული ტექნოლოგიური მოწყობილობა პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონულ კონტროლსა და მათთვის სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს.

ამავე წლის განმავლობაში, გაიხსნა იმერეთის პრობაციის რეგიონული ბიუროს განახლებული ოფისი ქუთაისში, ინფრასტრუქტურული განვითარება შეეხო არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრსაც. 2021 წლის ივლისში, ქუთაისში პირველი რეგიონული ოფისი ამოქმედდა. გაძლიერდა ადამიანური რესურსიც. კერძოდ, პრობაციის ოფიცერთა რაოდენობა 12%-ით, სოციალური მუშაკების რაოდენობა 26%-ით, ხოლო ფსიქოლოგების რაოდენობა 67%-ით გაიზარდა. შრომამისჯილი პირების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართულობისა და სასჯელის მოხდის შემდგომ, მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის, მემორანდუმები გაფორმდა 12 მუნიციპალიტეტთან.

დღის ამბები