განსაკუთრებული საახალწლო სამზადისია თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დედაქალაქი და მისი სტუმრები წლის ბოლო წამების ათვლას დაიწყებენ.
გალა კონცერტი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 12 საათზე დაიწყება. თუმცა მთელი დღის განმავლობაში საახალწლო განწყობაა ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში.