ახალი წელი უკვე იზეიმა მსოფლიოს ნაწილმა. 2022 წელს პირველად კირი-ბატზე, სამოასა და აღდგომის კუნძულზე შეხვდნენ.
2021 წელი გააცილა ახალმა ზელანდიამ. ახალი წლის დადგომა ოკლენდში გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს - ულამაზესი შოუ ათ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა.
დღესასწაული გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს სიდნეიშიც, სადაც მასშტაბური შოუს წარმოსადგენად 7 ტონა პიროტექნიკა გამოიყენეს.
ქვეყნებს საახალწლო ღონისძიებებზე ისევ რეგულაციების დაცვა უწევთ, გამონაკლისი არც ავსტრალიაა, სადაც ფოიერვერკის სანახავად სპეციალური ბილეთი 87 ათასმა ადამიანმა შეიძინა.
მათ ნიღბის ტარება უწევთ, არავაქცინირებულ მოქალაქეებს ურჩიეს სახლში დარჩენილიყვნენ. ახალი წელი იზეიმეს ტაილანდში, ვიეტნამში, კორეის ნახევარკუნძულზე, იაპონიასა და ჩინეთში.