20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს, უნდა ვიყოთ რეალისტები, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს - ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსახლეობას 31 დეკემბრის ღამეს მიმართა და ახალი წელი მიულოცა.

"ძმანო და დანო, გილოცავთ ახალ წელს. ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინაგანჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად, არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები.

არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს, სიძნელე მოდის და მიდის. ასევე, სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც. განსაკუთრებით ვლოცავ იმ ადამიანებს, რომელნიც არიან საავადმყოფოში და ციხეებში, გაჭირვებაში. ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ. დედისა და მამის მიერ დალოცვილი ბავშვები მართლა ბედნიერი იქნებიან. განსაკუთრებით ვლოცავ ჩემს ნათლულებს, ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით. მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის, უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია, გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში, ღმერთმა დაგლოცოთ, კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა და მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ," - აღნიშნა ილია მეორემ.

დღის ამბები