ახალი წლის დასაწყისი წელს განსხვავებული იყო მთელი ქვეყნისთვის, რადგან საახალწლო კონცერტები დედაქალაქის პარალელურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
განსაკუთრებული საახალწლო სამზადისი იყო ყველა დიდ ქალაქში, სადაც მოსახლეობამ განსხვავებული და მრავალფეროვანი პროგრამა იხილა. ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.
საქართველოს მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. სადღესასწაულო ღონისძიებები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.