რატი ბრეგაძე ახალ წელს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. იუსტიციის მინისტრი, მოადგილეებთან ერთად, რუსთავში ჩავიდა, სადაც გარე დაცვის თანამშრომლებსა და წვევამდელებს შეხვდა, რომლებიც პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის ბაზაზე მსახურობენ.