20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიების მიტროპოლიტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯაშვილი შეუძლოდ წუხელ გახდა. არსებული ინფორმაციით, მას კუჭში ფარული სისხლდენა აქვს.

მიტროპოლიტი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჯერ ცაგერის კლინიკაში შეიყვანა, შემდეგ კი რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. ამ დროისთვის. მას სათანადო მკურნალობა უტარდება.

დღის ამბები