საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.
უწყების ინფორმაციით, თბილისში 8 დაშავდა ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აღნიშნავენ, სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანებებით 6 პირია ჰოსპიტალიზებული.
რაც შეეხება რეგიონებს, პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო კლინიკაში 13 ადამიანია გადაყვანილი.