საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მეუღლესთან, დაგ მორისთან ერთად ბედობასთან დაკავშირებით მისალოცი ვიდეო გამოაქვეყნა.
ვიდეოში ელჩი დიპლომატიური მისიის სამომავლო გეგმებსა და პროექტებზეც საუბრობს.
დეგნანის თქმით, საელჩოს 2022 წლისთვის დიდი გეგმები აქვს და მათ შორის, ეს იმ ადამიანების უფრო აქტიურად დახმარებასაც მოიაზრებს, ვისაც ნაკლებად გაუმართლა. როგორც ვიდეოდან ირკვევა, დიპლომატი და მისი მეუღლე ქუჩაში უპატრონოდ მიტოვებულ ძაღლებსაც იფარებენ.