20 ნოემბერი 2024,   13:14
ვრცლად
დაასრულებს თუ არა ახალი"ომიკრონის" შტამი 2022 წელს პანდემიას - რა პროგნოზები აქვთ მეცნიერებს

2 წლის შემდეგ პირველად, სპეციალისტებმა პანდემიის დასასრულის დასაწყისის სავარაუდო თარიღზე საუბარი ღიად დაიწყეს.

სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელება მეცნიერებისთვის საიმედო პროგნოზების გასაკეთებლად საკმარისი აღმოჩნდა. შესაძლოა 2022 წელი ყველას საერთო სურვილის ახდენის წელიც გახდეს. სურვილის, რომ მალე ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

მოლოდინი, რომ ახალი 2022 წელი ისტორიაში შევა, როგორც პანდემიის დამარცხების თარიღი, სპეციალისტების შეფასებით, დიდია. თუმცა ამის საპირისპიროდ არსებობს რეალური საფრთხეებიც. მაგალითად ის, რომ "ომიკრონი" სხვა შტამებთან შედარებით სწრაფი გავრცელების უნარით გამოირჩევა. პირველადი ცნობებით, ის შედარებით მსუბუქადაც მიმდინარეობს, მაგრამ ექიმები შიშობენ, რომ რისკჯგუფებისთვის, რომლებიც არავაქცინირებულები არიან, შანსი, რომ მდგომარეობა დამძიმდეს, მაღალია.

სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების შემთხვევები, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც ყოველდღიურად იზრდება. ოფიციალურად 150 ადამიანს "ომიკრონის" შტამით ინფიცირება უკვე ლაბორატორიულად დაუდასტურდა. 100-ზე მეტ საეჭვო პასუხზე კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. სპეციალისტები სადღესასწაულო დღეებში შემთხვევების მასიურ ზრდას ელოდებიან.

ქვეყანაში არსებული ვაქცინები მნიშვნელოვნად იცავს როგორც ჰოსპიტალიზაციისგან, ისე ლეტალური შემთხვევებისგან. შანსი, რომ აცრილი პაციენტი დამძიმდეს, მინიმალურია.
პანდემიის დასრულებამდე კი საქართველოში ყოველდღიურად, ტესტირების შედეგად, ათასობით დადებითი შემთხვევა ვლინდება. გასულ ღამეს კიდევ 45 გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირდა 796 ადამიანი. 


.

დღის ამბები