ვისაც ახალი წლის დღეებში მორთული ქუჩების დათვალიერება და ხალხმრავალ გარემოში გართობა მოსწონს, მათთვის თბილისში არაერთი გამორჩეული სივრცე არსებობს.
თბილისის "საახალწლო სოფელი" მოიცავს ორბელიანის მოედანს, მშრალი ხიდის ტერიტორიას, 9 მარტის და დედაენის ბაღებს. "საახალწლო სოფელი" ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს.