მაღალმთიან აჭარაში თოვს. უხვი ნალექის გამო შუახევისა და ხულოს რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
ამ დროისთვის ტექნიკური ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე შიდა სასოფლო გზაზეც.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში 35 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, იწმინდება ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები. რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალო გამავლობის ტრანსპორტით.