20 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
ავარია ახალდაბაში მსხვერპლით დასრულდა - ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალდაბაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 4 დაშავდა.

დაშავებულები ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ერთი მგზავრი უკვე გაწერეს. მას მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, თუმცა სამი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ახალდაბაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო დაეჯახა. დიდი ნაკადის გამო, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია.

დღის ამბები