ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენს აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის ადგილი ნატოს მაგიდასთან არის.
რასმუსენის თქმით დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ ბოლო მოუღონ უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით პუტინის დე ფაქტო ვეტოს. ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით , რუსეთის სურვილი ნატო-ს დაშლაა და თუკი ნატო-ს მოკავშირეები ჩაერთვებიან რუსეთის ახალი წინადადების განხილვაში ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, ეს პირდაპირ დაეხმარება პუტინს მიზნის მისაღწევად ნაბიჯის გადადგმაში.
"ნატო-ს არ შეიძლება ჰქონდეს ღია კარის ისეთი პოლიტიკა, სადაც კარისკაცის როლს პუტინი ასრულებს. თუკი პუტინი უკრაინაში შეიჭრება კიევს მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უნდა გავუგზავნოთ და ეკონომიკური სანქციები დავაწესოთ, რომელიც რუსეთის ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება- წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.