საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შეზღუდვები წესდება.
უწყების ინფორმაციით, გადაადგილება ეკრძალებათ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტს.
"თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ18-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,"-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.