რუსთავში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადებიან.
სადღესასწაულო ღონისძიება, რუსთავის ახლადრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სკვერში, 14:00 საათიდან ლიტერატურული თეატრის წარმოდგენით დაიწყება.
15 საათიდან სკვერში მისულ სტუმრებს, ილუზიონისტის შოუ, დრამერების მსვლელობა, სანტა კლაუსი და საჩუქრები დახვდებათ.
18:00-ზე კი, საახალწლო სოფელში მოწყობილ სცენაზე, New One-ის და ბენდის კონცერტი დაიწყება. გალა კონცერტს ულამაზესი ფოიერვერკი დაასრულებს.
საახალწლო ღონისძიებაზე დაცული იქნება "კოვიდ-19-ის" პრევენციისთვის დადგენილი ყველა რეგულაცია.