20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
"პატრიარქი არის სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის გარანტი, მადლობას ვუხდი ღვაწლისთვის" - ირაკლი კობახიძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს იუბილეს ულოცავს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ უწმინდესს მისი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. 

"დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის იუბილეა. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ უწმინდესს და უნეტარესს. ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა და უკვე 44 წელია ქართული ეკლესიისა და ქართველი მრევლის სულიერი წინამძღვარია. ჩვენი პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი. მადლობას ვუხდი ილია მეორეს იმ ღვაწლისთვის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის ეწევა. ეს მართლაც ღვთის წყალობაა. მინდა უწმინდესს და უნეტარესს დიდი მოწიწებით მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენი ერისა და ქვეყნის საიმედოდ!" - წერს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები