20 აპრილი 2024,   02:45
ვრცლად
საუდის არაბეთში მოთოვა

საუდის არაბეთში თოვლი მოვიდა, უხვი ნალექი ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას მოყვა.

მოვლენამ ჩრდილოეთ პროვინცია თაბუკში უამრავი ტურისტი და ადგილობრივი მიიზიდა. სოციალურ ქსელში ადგილობრივების ვიდეოები გავრცელდა, სადაც ისინი თოვლს ტრადიციული ცეკვით ეგებებიან.

რეგიონში, დაბალი ხილვადობისა და გაუარესებული ამინდის გამო, ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდეს.



დღის ამბები