20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
რატომ მიიღეს თბილისელებმა წყლის გადასახადის ორი ქვითარი - GWP-ს განმარტება

რატომ მიიღეს GWP-ს აბონენტებმა მეორე ქვითარი - ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია განმარტებას აკეთებს.  განცხადებაში წერია, რომ სემეკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა, შედეგად, მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. 

"დარიცხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გარდამავალ პერიოდში, დეკემბრის თვის ბოლო დღეებში - 29, 30, 31 დეკემბერს და 3 იანვარს ჯივიპის საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესობამ კიდევ ერთი ქვითარი მიიღო, სადაც ასახული იყო 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე დარჩენილი დღეების მოხმარებული წყლის საფასური.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს," - წერია განცხადებაში. 

დღის ამბები