მსოფლიოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდა - საფრანგეთში აღმოჩენილ ვარიანტს, რომელსაც IHU უწოდეს, თითქმის 50 მუტაცია აქვს. ახალი შტამი მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა კამერუნიდან დაბრუნებულ მოგზაურს აღმოუჩინეს. იგი სრულად ვაქცინირებული იყო. მან საფრანგეთის სამხრეთში, სავარაუდოდ, კიდევ 12 ადამიანი დააინფიცირა.
მეცნიერები ახალი შტამის კვლევას აგრძელებენ. ჯერჯერობით, მუტირებული ვარიანტი საფრანგეთის გარდა სხვა ქვეყანაში არ გამოუვლენიათ. ამჟამად, საფრანგეთში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი "ომიკრონია", ახლად ინფიცირებულთა 60%-ზე მეტს სწორედ ეს სახეობა აქვს.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს - კონგრესში "კოვიდ-19"-ით ინფიცირების უპრეცედენტო მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში ვირუსით მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა. ათასობით სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდო . ქვეყნის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ 12-დან 15 წლამდე ბავშვებში "ფაიზერის" "ბუსტერ" დოზის გამოყენების ნებართვა გასცა. ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი აქვს დიდ ბრიტანეთსა და კანადას. კანადაში ვირუსის გავრცელების გამო სკოლები დაიხურა.