სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა გადაეცათ.
პროგრამის მიზანი, იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და შემოსავლის წყაროს გაჩენაა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტი დევნილი და ეკომიგრანტი დაფინანსდა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილი თქმით, დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და გაფართოების მიზნით ტექნიკა გადაეცათ.
პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.