ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ჩვილი კლინიკაში 31 დეკემბერს შეიყვანეს.
როგორც ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში განმარტავენ, 4 თვის ჩვილი რეანიმაციაში შეყვანის დროს უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ის ჰოსპიტალში მოთავსების დღიდან მართვით სუნთქვაზე ჰყავდათ.
ეს ბოლო 1 კვირაში, კლინიკებში, კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.