საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში უამინდობაა. მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექის გამო ჩაკეტილი გზების გაწმენდა მიმდინარეობს. ხეობაში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღემატება.
ქედის, შუახევისა და ხულოს მაღალი ზონის სოფლებში ამ დროისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტის 30-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს. რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით.