ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 4 თვის ჩვილი რეანიმაციაში შეყვანის დროს უმძიმეს მდგომარეობაში იყო და ის ჰოსპიტალში მოთავსების დღიდან მართვით სუნთქვაზე ჰყავდათ.
ექიმის თქმით ჩვილი წუხელ გარდაიცვალა.
"ბავშვი ჩვენთან 31 დეკემბერს შემოვიდა, იყო მართვით სუნთქვაზე, უმძიმესი პაციენტი, რომელიც დღენაკლული დაიბადა. ჰქონდა თანდაყოლილი კომბინირებული მანკი. გულის 1 ოპერაცია უკვე ჩატარებული ჰქონდა, თუმცა კიდევ ესაჭიროებოდა ოპერაცია. მისი ზოგადი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ გუშინ ღამე გარდაიცვალა," - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.