საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის ქვეყანაში ანტოვაქსერებს "შეაწუხებს".
"მე ნამდვილად მინდა მათი შეწუხება და ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას ბოლომდე"- ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le Parisien-თან განაცხადა. მაკრონმა ანტქივასერები გააფრთხილა, რომ აპირებს გაურთულოს ცხოვრება საფრანგეთში იმ ადამიანებს, რომლებიც არ აიცრებიან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით.
მაკრონის მკაცრმა განცხადებებმა დეპუტატები იძულებული გახადა შეეჩერებინათ დებატები კანონის შესახებ, რომლის მიხედვითაც არავაქცინირებულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა სხვადასხვა ფორმით შეეზღუდებათ.
პოლიტიკურმა ოპონენტებმა მაკრონის ლექსიკა და მიდგომები გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ასე საუბარი პრეზიდენტს არ შეეფერება.
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კანონპროექტი შეაფასა, როგორც "არაღირებული, უპასუხისმგებლო და მიზანმიმართული". კანონპროექტი, ამ კვირაში კენჭისყრის შედეგად უნდა დამტკიცებულიყო, მაგრამ გაბრაზებულმა ოპონენტებმა განხილვა გადადეს.