20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ფარავნის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, ფარავანის უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. შეიზღუდა 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებს, აქ ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია.

დღის ამბები