20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
ახალი სატრანსპორტო ბარათების შეძენა დღეიდან მეტროსადგურებში, ხვალიდან კი "საქართველოს ბანკის" ფილიალებშია შესაძლებელი 

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ბარათების ყიდვა დღეიდან მეტროსადგურებშია შესაძლებელი. ხვალიდან კი ბარათის შეძენა მომხმარებლებს "საქართველოს ბანკის" ფილიალებშიც შეეძლებათ.

"ხვალიდან შესაძლებელი იქნება "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში აღნიშნული ბარათების შეძენა. რაც შეეხება მეტრომანებს, მეტრომანებით გადახდა ერთჯერადი მგზავრობის დროს ისევ ძალაში რჩება.

ძირითადი მომხმარებელი წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების 90%-ს. მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ძვირდება, ან რჩება იგივე. იგივეში ვგულისხმობ ვინც სარგებლობს შეღავათით, სარგებლობს უფასოდ, ან 10 თეთრიანი ან 20 თეთრიანი შეღავათით. ხოლო დანარჩენებითვის, ვინც არის აქტიური მომხმარებელი, მათთვის იზრდება," - განაცხადა თბილისის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლობის ახალი სააბონიმენტე​ სისტემა პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. მოქალაქეებს თბილისის მერია სხვადასხვა ტარიფს სთავაზობს.

დღის ამბები