საახალწლო ქარავანი დღეს კახეთში ჩავიდა. წნორში გასართობი ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა. წნორამდე, თოვლის პაპა სიღნაღშიც გაჩერდა. მანამდე კი ზესტაფონის მცხოვრებლების განწყობაზე ზრუნავდა, სადაც ბავშვებს სანტა კლაუსი ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
საახალწლო სოფლებში აქტივობები კი ფოიერვერკით სრულდება. საახალწლო განწყობა მუნიციპალიტეტებში კიდევ 10 დღეს შენარჩუნდება.