20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
საქართველოში ძლიერ ყინვას ელოდებიან - როგორი ამინდი იქნება 6-8 იანვარს

აღმოსავლეთ საქართველოში 6-7 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები 6 იანვარს ღამით ძლიერ ყინვას პროგნოზირებენ. ტემპერატურა ღამით -8 გრადუსამდე დაიწევს. დღე კი +14 გრადუსამდე გათბება. 7 იანვარს ღამით მცირე ყინვა -1 გრადუსია მოსალოდნელი, დღე კი +15 გრადუსი.  ცვალებადი მიმართულების მცირე ქარს და 0 +13 გრადუს ტემპერატურას ელოდებიან  8 იანვარს.

უნალექო ამინდი თუმცა ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი 6-8 იანვრის პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ბარში უახლოესი 3 დღის განმავლობაში არც ყინვას ელოდებიან და ტემპერატურა 0 დან +16 გრადუსამდე იქნება.  რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ მომდევნო დღეებში ღამით ძლიერი ყინვა იქნება.

meteo.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში 6-დან 8 იანვრის ჩათვლით ნალექი მოსალოდნელი არაა. 6 იანვრის ღამით -3 გრადუსს ყინვას ელოდებიან.  7-8 იანვარს  ტემპერატურა ამ დღეებში +2 დან +14 გრადუსამდე შუალედში იქნება.

დღის ამბები