მართლმადიდებლები შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებიან.
საშობაო სადღესასწაულო მსახურება თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში საღამოს 9 საათიდან დაიწყება. იქნება პატრიარქის საშობაო ეპისტოლე.
ხვალ კი სასულიერო პირები თბილისის სხვადასხვა უბანში მოქალაქეებს შობის დღესასწაულს ალილოს მსვლელობით მიულოცავენ, რომელიც პანდემიის ფონზე, განსხვავებულად გაიმართება.