ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთიდან რეისი ამ დრომე ვერ შესრულდა. შესაბამისად, ფრენა ქალაქ ატირაუს მიმართულებით ვერც ქუთაისიდან განხორციელდა.
ყაზახმა მგზავრებმა, რომლებიც ქუთაისში აეროპორტში რამდენიმე საათი რეგისტრაციის გავლას ელოდებოდნენ, აეროპორტი ტუროპერატორების დახმარებით დატოვეს და სასტუმროებში დაბრუნდნენ.
მგზავრების განცხადებით, ყაზახეთში მომხდარი შეტაკებების გამო, მათ არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.