საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება. ეს არიან პირები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს და ოკუპირებულ ცხინვალში გადაიყვანეს.
სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო მოქალაქეების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
"ჩართულები ვართ ჩვენი თანამოქალაქეების უმოკლეს ვადაში გათავისუფლების საქმეში,"-აცხადებს მინისტრი.