20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
საახალწლო ქარავანი მარტვილში და ფოიერვერკით დასრულებული დღესასწაული ხულოში - რეგიონებში ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართა

საახალწლო ქარავანს დღეს მარტვილი მასპინძლობდა.სადღესასწაულო ღონისძიებები ჯგუფ "გუფი ლენდის" და ანსამბლი "დიდგორის" კონცერტით დასრულდა. 

მოეწყო საშობაო ბაზრობები, ხის საახალწლო სახლები, ფოტო-სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა.

ფოიერვერკით დასრულდა დღესასწაული ხულოში. დრამატული თეატრის მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა. დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები ზრუნავდნენ, დღის ბოლოს კი კონცერტი ჯგუფი "რეზო და ბავშვები" და "ლურჯი იალქანი" მონაწილეობით გაიმართა.

საახალწლო ღონისძიებების მასპინძელია დღეს ბოლნისიც. ქალაქის ცენტრში მოწყობილ საახალწლო სოფელში ღონისძიებები ყველა ასაკის ადამიანისთვის მოეწყო. პატარებს მთელი დღის განმავლობაში ტკბილეულითა და საჩუქრებით უმასპინძლდებოდა სანტა კლაუსი.დღე ჯგუფ "ნიუტონის" კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

საახალწლო ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. საშობაო სოფლები ქვეყნის მასშტაბით სტუმრებს მ 63-ივე მუნიციპალიტეტში 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

დღის ამბები